შალვა პაპუაშვილი - თუკი ევროკავშირს არ აქვს სურვილი მასთან რუსეთის მოქალაქეები მოხვდნენ, აქვს სრული შესაძლებლობა ვიზების არგაცემით ისინი საკუთარ ქვეყანაში არ შეუშვან

დერეფანს რასაც ეძახით, ამ დერეფანს ბოლოში ხომ აქვს კარები, იმ კარში ნუ შეუშვებენ - თუკი არ აქვს სურვილი ევროკავშირს, რომ მასთან მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, მას აქვს სრული შესაძლებლობა, ვიზების არგაცემით, არ შეუშვან ისინი საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოხვედრის რაიმე გზა არსებობს, ეს არის თურქეთის გავლით.

„მგონი, გადაიარა იმ აჟიოტაჟმა, რომელიც ზოგადად იყო ფრენებთან დაკავშირებული. ყველამ ნახა, რომ არანაირად არ ნიშნავს ეს სანქციების გვერდის ავლას. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლას, ეს არის სრულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელში. იცით, რომ სავიზო რეჟიმი არის რუსეთთან, მათ შეუძლიათ არ მისცენ ვიზა.

დერეფანს რასაც ეძახით, ამ დერეფანს ბოლოში ხომ აქვს კარები, იმ კარში ნუ შეუშვებენ - თუკი არ აქვს სურვილი ევროკავშირს, რომ მასთან მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, მას აქვს სრული შესაძლებლობა, ვიზების არ გაცემით, არ შეუშვან ისინი საკუთარ ქვეყანაში და თუკი უშვებენ, ესე იგი მათ ამის მიმართ პრობლემა არ აქვთ.

თუკი სადმე არის ამის შესაძლებლობა უპირველეს ყოვლისა ეს არის თურქეთის გავლით შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით რაიმე აჟიოტაჟის ატეხა უადგილოა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა