პრემიერი - დღეს ოპოზიცია აბსოლუტურად გაკოტრებულია, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და დაშლილი

დღეს ოპოზიცია აბსოლუტურად გაკოტრებულია, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული, დაშლილი მთლიანად - რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ბოდიში მოუხადონ იმ სიცრუისთვის, რომლითაც ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა დავით არახამიასა და ნიკა გვარამიას შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებისა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ კოორდინაცია „ხელის გულზეა“.

„[არახამია-გვარამიას შეხვედრა] ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა მათი კოორდინაციის - უკრაინის ხელისუფლების და ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის. ეს ყველაფერი ხელის გულზეა. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა ისაა, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირებულიყო. მინდა დავუსვა კითხვა - რაიმე შეეტყო პოლარიზაციას? შეხედეთ მის გამონათქვამებს, ჩართულობას, დესტრუქციას. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციას, მათი მხრიდან ზიზღის რიტორიკა და აგრესიული პოლიტიკა დაბრუნდება“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს