„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჩატარებულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს; ბოლნისის ორგანიზაციას - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი; მარნეულის ორგანიზაციას - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე; წალკის ორგანიზაციას - წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე; თეთრიწყაროს ორგანიზაციას - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური; რუსთავის ორგანიზაციას - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე; გარდაბნის ორგანიზაციას - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის