გიორგი კაპანაძე - ერთადერთი, რასაც ახლა “რუსული ოცნება” აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან

ერთადერთი, რასაც ახლა “რუსული ოცნება” აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაუახლოვდეს რუსეთს და საქართველო დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდეს.

“ერთადერთი, რასაც ახლა „რუსული ოცნება“ აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან.

ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა მიდის წინ და მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისაკენ, არის ტყუილი და ხალხის დამცირება. სინამდვილეში, „რუსული ოცნება“ ანგრევს ხიდებს ცივილიზებულ სამყაროსთან და ცდილობს დაგვაბრუნოს უკან, სიბნელესა და ჭაობში. ერთადერთი, რასაც „რუსული ოცნება“ აშენებს, არის რკინის ფარდა ევროპასთან.

რეჟიმი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაუახლოვდეს რუსეთს და საქართველო აღმოჩნდეს დამარცხებულის მხარეს. ხოლო ხალხი ან ბოლომდე გაღარიბდეს ან წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. სწორედ ეს არის ის, რაზეც წლებია რუსეთი ოცნებობდა - საქართველო ქართველების გარეშე… პუტინის იარაღი დღეს, ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც უარს ამბობს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

პუტინმა ომი უკრაინაში დაიწყო, მაგრამ „რუსული ოცნების“ დახმარებით, საქართველოს იპყრობს და თუ ამ ხელისუფლებას სწრაფად არ შევცვლით, რაც შესაძლებელია თითოეული ჩვენგანის აქტიურობით, თავის ანტიქართულ გეგმებს, ბოლომდე მიიყვანს”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა