პაატა მანჯგალაძე - საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა

საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა და ზოგადად ოპოზიციის გამსხვილება იმ ახალ მოცემულობას შექმნის, სადაც მოქალაქისთვის როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.

„დიახ, ოპოზიციას ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენ, პოლიტიკოსებს ხშირად გვაქვს ფუჭი განცდა, რომ რაღაც უფრო დიდ იდეალებს ვემსახურებით, ვიდრე ადამიანების ყოველდღიური ტკივილი და ყოფითი საზრუნავია. ვფიქრობ, ეს არის იმედგაცრუების, ნიჰილიზმის მიზეზი და ამიტომ დაშორდა ადამიანი პოლიტიკას და პოლიტიკა ადამიანს.

ხშირად ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველთა მძიმე სტატისტიკაზე, ბავშვთა შიმშილის გაზრდილ მაჩვენებლებზე, რაც ნამდვილად ერის ტრაგედიაა. ასევე, საყურადღებოა ისეთი ფაქტორები, როგორიც არის შიმშილი და საფრთხის განცდა, რა გავლენას ახდენს თავისუფალ არჩევანზე და უფრო მეტიც დემოკრატიასა და პურს შორის არჩევანზე.

რატომ გვგონია, რომ თუ ერთ მხარეს დევს დემოკრატია და მეორე მხარეს კარტოფილით სავსე ტომარა, სიღარიბით დამძიმებულ ადამიანთა უმრავლესობა დემოკრატიას ან სამართლიან სასამართლოს და სიტყვის თავისუფლებას აირჩევს?!

საფიქრალი და სამუშაო ბევრია. ავტოკრატიის პირობებში დემოკრატიას ბევრი დილემა აქვს მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა და ზოგადად ოპოზიციის გამსხვილება იმ ახალ მოცემულობას შექმნის, სადაც მოქალაქისთვის როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.

ხელისუფლებას ხალხის ძარცვა და ქონების დაგროვება აინტერესებს და ამ გზაზე მზად არიან რუსულ ჭაობად აქციონ ქვეყანა, ეს ფაქტია. ამიტომ საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა, სადაც მთავარი იქნება მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება, რისი უმოკლესი გზა მხოლოდ ევროპაშია და არა რუსულ ჭაობში, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის