საგარეო უწყება - შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი პოლონელი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს - პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია ექიმის მსგავსი საქციელი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, თავის მხრივ, პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის საქციელი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შეშფოთება დააფიქსირა, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით კლინიკიდან გამოტანა სცადა.

პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან, ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება ეთხოვა. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება