ალუდა ღუდუშაური - რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება, ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობები“ არიან - მშვილდაძეც და ჭყონიაც ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში

რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება, ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობები“ არიან - მშვილდაძეც და ჭყონიაც ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური კახეთში გამართულ შეხვედრას, რომელშიც არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ - ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ.

ღუდუშაურის თქმით, ამ შეხვედრაში ახალი არაფერია, თუმცა, კიდევ უფრო ცხადი გახდა მათი თანამშრომლობა.

„რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც პრაქტიკულად ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რადგან მეტად გაუადვილდება ამომრჩეველს სიცხადის დანახვა, რაც ისედაც ცნობილია. თვალნათლივ ვხედავთ, როგორ გადადის მათი თანამშრომლობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში „ნაცმოძრაობასთან", გვაქვს კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ „წარმატებით ითანამშრომლეს", პრობლემას ვერ ხედავენ, როცა როლების განაწილება ხდება. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ისინი არიან ერთი დიდი პარტიის ქვეშ გაერთიანებული, კოლექტიური „ნაცმოძრაობები" თავის შინაარსით, ზრახვებით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკაში პირდაპირ და ღიად ჩართულები არიან.

„ვერ ვიტყვი, რომ ან მშვილდაძე ან ჭყონია არ არის პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. კლასიკური გაგებით თუ პოლიტიკოსი არაა ან ერთი ან მეორე არსობრივად, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ვფიქრობ, ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში. არ ვიცი რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ მათ, კარგად არის მისი პოზიცია ცნობილი და კარგად არის ცნობილი ისიც, როგორ უწოდა რუსთაველზე შეკრებილ მისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს და გვახსოვს, რაც იკადრა. რაც შეეხება ჭყონიას იქ ყოფნას, ალბათ, ცივი „კოკა-კოლა" ჩაუტანა და გააგრილა ის ადამიანები,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის