იაგო ხვიჩია - სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როცა საჯაროდაც ატანდნენ - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო პოლონელმა ექიმმა ფინტი, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისთვის გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, მომხდარზე საჭიროა პოლონური მხარის განმარტებას დაველოდოთ.

„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ.

მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ - ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, თუკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს იქნება არა იმდენად პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არამედ „ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება