გიორგი ბოტკოველი - ის, რომ ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა ნატო-ს სამიტზე, „რუსული ოცნებისა" და იმ ქმედებების დამსახურებაა, რომელსაც ზოგადად, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ახორციელებენ

ის, რომ ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა ნატო-ს სამიტზე, ეს სწორედ „რუსული ოცნებისა" და იმ ქმედებების დამსახურებაა, რომელსაც ზოგადად, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ახორციელებენ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და ღარიბაშვილი მთლიანად ემიჯნებიან ნატო-სა და ევროკავშირს.

„ღარიბაშვილის და მთლიანად „ქართული ოცნების“ პოზიციონირება არის ერთი - ისინი მაქსიმალურად ემიჯნებიან როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირს. სწორედ ეს დამოკიდებულება რაც მათ აქვთ, არის ქვეყნის ზიანისკენ მიმართული და მეტი არაფრისკენ. ის, რომ ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა ნატო-ს სამიტზე, ეს სწორედ „რუსული ოცნებისა" და იმ ქმედებების დამსახურებაა, რომელსაც ზოგადად, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ახორციელებენ,“- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმით, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა, ქვეყანას არაფერი დაუკარგავს. ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. „თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება