ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ეშინია, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, წინანდალში გამართულ შეხვედრაზე მათი პარტიიდან არავინ იყო, თუმცა დაპატიჟების შემთხვევაში სიამოვნებით მივიდოდნენ.
„ჩვენ ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, არ ვიცი, რა ფორმატის შეკრება იყო, მაგრამ ხუთი-ექვსი ადამიანი შეიკრიბოს და ამის გამო გამოაცხადო, რომ არეულობა და გადატრიალება უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გეშინია - ეს ყველაფერი შიშს ასხივებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.