ირაკლი ფავლენიშვილი - პუტინის თუთიყუში აგრძელებს პუტინის თუთიყუშობას, რუსულ ნარატივს, თითქოსდა უკრაინასა და დასავლეთში ვინმეს სურს ომი

პუტინის თუთიყუში აგრძელებს პუტინის თუთიყუშობას, რუსულ ნარატივს, თითქოსდა უკრაინასა და დასავლეთში ვინმეს სურს ომი, თითქოს ვინმე დაინტერესებულია საქართველოში არეულობით. სინამდვილეში ვისაც არეულობა, ქაოსი სურს საქართველოში, კრემლი და კრემლის აგენტურაა, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს წარმოადგენს ღარიბაშვილის უშუალო ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება.

„საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტი, რომელიც არის რეგიონში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ლიდერი, აუცილებლად იქნება გათავისუფლებული და ის ადამიანები, რომლებიც მის წამებაში იღებენ მონაწილეობას- პუტინი, ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები, აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს არის ისტორიული კანონზომიერება რომელსაც აუცილებლად ვიხილავთ უახლოეს მომავალში“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის