დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის მთავრობის მეთაურის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.