რომან გოცირიძე - კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ - თურმე წინანდალში, სემინარზე რევოლუციას გეგმავდნენ, სადაც ასევე „ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული

ხვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ - სემინარის ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა და სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება, - ასე უპასუხა "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ წინანდალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გოცირიძის შეფასებით, ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნებაა", ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. გოცირიძის თქმით, "ნაყარ-ნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს "ქართულ ოცნებას" მოკავშირე არ ჰყავს".

„როგორი სიტყვებით უნდა შევაფასო ის უნიკალური გამოძიება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელისუფლო მედიამ მოაწყო, რომ თურმე წინანდალში, სემინარზე რევოლუციას გეგმავდნენ, სადაც ასევე „ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული და მათგან იქ არც ერთი არ გამოცხადდა. სწორად გამოძიებაც ვერ მოაწყვეს - დაინახეს ერთი ფოტო, სადაც მაგიდის ირგვლივ არიან დეპუტატები, მაგრამ ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ, აი ეს არის მთავარი! რევოლუციის მთავარი დამგეგმავი მაგიდის ქვეშ იჯდა და ეს ხელისუფლებასა და მის მედიას გამორჩა.

რევოლუციას პერმანენტული ხასიათი აქვს. ტროცკის გამონათქვამია, პერმანენტული რევოლუცია - რევოლუცია მუდმივი და განგრძობადი უნდა იყოს. 18-19 ივლისს, კაჭრეთში სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის - რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ", - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის