ეკა სეფაშვილი - პოლონელი ექიმის ქმედება, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად სამარცხვინო იყო და ალბათ ვითარების არევის მიზანს ემსახურებოდა, რათა გაგრძელებულიყო უნიჭო სპექტაკლი - მიშა ავად არის და კვდება

პოლონელი ექიმის ქმედება, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად სამარცხვინო იყო და ალბათ ვითარების არევის მიზანს ემსახურებოდა, რათა გაგრძელებულიყო უნიჭო სპექტაკლი - მიშა ავად არის და კვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ იმოქმედეს ისე, როგორც საჭირო იყო და როგორც ეს სახელმწიფოს შეეფერება.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება საელჩოს მხრიდან და არც არის გასაკვირი - ძნელია არგუმენტირებული და მყარი პოზიციის გაჟღერება. რა თქმა უნდა, ეს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს არ დააზიანებს. ეს არის კიდევ ერთი დიდი მარცხი იმ კამპანიისა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ საქართველოს პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ უმკლავდება", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება