რომან გოცირიძე - სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა

სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სავალუტო ფონდის პროგრამა საერთოდ გაუქმდება.

„სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო. დიდი ალბათობით, ეს პროგრამა საერთოდ გაუქმდება, რითაც კიდევ ერთხელ, უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხით შეელახება იმიჯი, ჩვენს ისედაც რეპუტაციაშელახულ ქვეყანას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა