იმ პირების შემოშვება საქართველოში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი და ნამყოფნი არიან ოკუპირებულ აფხაზეთში, ნიშნავს იმას, რომ „რუსული ოცნება“ პირდაპირ გარიგებულია კრემლთან , – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე რუსი ბლოგერის შემოსვლას საქართველოში.
მისი თქმით, „ოცნება“ თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „პუტინის რეჟიმს ასიამოვნოს”.
„იმ პირების შემოშვება საქართველოში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი და ნამყოფნი არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ნიშნავს იმას, რომ „რუსული ოცნება“ პირდაპირ გარიგებულია კრემლთან და მათთვის სასურველ პირებს პირდაპირ წითელი ხალიჩით შემოუძღვება ხოლმე საქართველოში, ხოლო ისინი ვინც პუტინის ოპონენტები არიან, ასე ვთქვათ, ვერ შემოდიან საქართველოში. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს იმას, რომ „რუსული ოცნებაა“ თანამშრომლობს კრემლთან, თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმს ასიამოვნოს”, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კაპანაძემ.