მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ამიტომ მათი პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ შედარებით დიდ პარტიას, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან

არც ერთი გამოკვლევა არ აძლევს ოპოზიციას ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას, რომ ისინი რეალურ კონკურენციაში იქნებიან ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და დიდ პარტიასთან გაერთიანება სჭირდება.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, წინა რეზულტატები ამაზე მეტყველებს. ისინი გრძნობენ, რომ ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ რომელიმე, შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას, რათა მოიპოვონ ადგილები პარლამენტში, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან. როგორც ჩანს, ეს არის მოტივაცია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, არ იტყვის, ადამიანს, ამბიცია აქვს პრემიერ-მინისტრობაზე, ვაშაძეს ვგულისხმობ და იგივე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ერთიანდება იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. ამიტომ უწევს მოგონება იმის, რისაც თვითონ შეიძლება არ სჯერა. რეალურად კარგად ესმით ოპოზიციაში, უბრალოდ, იძულებულები არიან ამაზე არ ისაუბრონ და უარყონ, რომ რეალურ კონკურენციას ხელისუფლებას ვერ უწევენ. არც ერთი გამოკვლევა არ აძლევს ოპოზიციას ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას, რომ ისინი რეალურ კონკურენციაში იქნებიან ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა