არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ის აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ბლოკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უერთდება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე. წ. პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის განცხადებით, ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ყარაბაღის ბლოკადის წინააღმდეგ საპროტესტო მჯდომარე აქციას უერთდება.

აქცია სტეფანაკერტის აღორძინების მოედანზე მიმდინარეობს.

„გადავწყვიტე პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო და სტეფანაკერტში მიმდინარე საპროტესტო მჯდომარე აქციას შევუერთდე, რადგან ეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევის და ამ საზოგადოების მიერ თავის თავზე აღებული ვალდებულებების შესრულების მოწოდების დამატებით ძალისხმევას წარმოადგენს“, – განაცხადა არუთინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურ კალაპოტში არ ჩადგება, ის „უფრო მკაცრ ზომებს“ მიმართავს, თუმცა, რა ზომებზეა საუბარი, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე. წ. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა