პაატა მანჯგალაძე - როცა 5%-იანი ან 3%-იანი პარტია საუბრობს, რომ „მე მოვალ და მე შევცვლი“, დამაჯერებლობა ნაკლებია - ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერც ერთი პარტია ვერ დაამარცხებს

როცა 5%-იანი ან 3%-იანი პარტია საუბრობს, რომ „მე მოვალ და მე შევცვლი“, დამაჯერებლობა ნაკლებია - ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერც ერთი ძალა ვერ დაამარცხებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის, ასევე, გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას კონკურენციას ვერ უწევს და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში პარტიები იდეებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, თუმცა „გაუგებარია, რაში უნდა გაუწიოს მმართველ პარტიას კონკურენცია, როცა „ქართული ოცნება“ ღალატის გარდა არაფერს აკეთებს“.

„წესით, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის კონკურენცია არის იდეებში და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მთავრობა არის ცუდი და ოპოზიციას შეუძლია გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, კონკურენციაში ვიყოთ ხელისუფლებასთან, მაგრამ „ქართული ოცნება“ ღალატის გარდა არაფერს აკეთებს. რაში შევეჯიბრო ახლა „ქართულ ოცნებას“, ღალატში?! ქვეყნის ღალატში და ინტერესების დაზიანებაში უნდა შევეჯიბრო, თურმე! რაც შეეხება ბარიერს, ბარიერში კი არ არის საქმე, საერთოდ რომ არ არსებობდეს ბარიერი, მაინც საჭიროა ერთიანობა დამაჯერებლობა რომ შექმნა კამპანიაში. როცა 5 %-იანი ან 3 %-იანი პარტია საუბრობს იმას, რომ „აი, მე შევცვლი“, დამაჯერებლობა ნაკლებია, მაგრამ როცა დიდ კოალიციას აკეთებ, მაშინ დაპირების დამაჯერებლობა ბევრად იზრდება. ხმები არჩევნებში არის ნდობის პროპორციული. როდის უფრო მეტია დამაჯერებლობა, როცა ყველა პარტია იძახის, რომ „მე მოვდივარ და მე შევცვლი“, თუ მაშინ, როცა რამდენიმე მსხვილი კოალიცია შეიქმნება, რომელიც დამაჯერებლობას გაზრდის კამპანიაში. ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერც ერთი ძალა ვერ დაამარცხებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025