„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, სხდომაზე განიხილავენ პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ახალგაზრდა წევრების ჩართულობის გაზრდას.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ განიხილება ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას და მისი მომხრეების პარტიიდან გარიცხვა, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ „პარტიიდან არავის გარიცხვაზე მსჯელობა არ იქნება”.

„საუბარია ადამიანების უფრო მეტ ჩართულობაზე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მათ შორის, ბევრი ახალგაზრდის ჩართულობის საკითხზე ვიმსჯელებთ. კონკრეტული ახალგაზრდები იქნებიან კონკრეტულ საკითხში ჩართული. რა პოზიციებს დაიკავებენ, ამაზე ინფორმაცია პოლიტიკური საბჭოს შემდეგ გავრცელდება. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი გამოწვევა მუდმივად იქნება “რუსული ოცნების” დამარცხებისთვის საძიებელი გზები და მიმართულებები, რაზეც პარტიამ უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იქნება ბევრი მსჯელობა, თუ რა აქტივობები და ღონისძიებები იქნება დაგეგმილი, რათა განისაზღვროს როგორც სააკაშვილის ჩართულობა “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაში, ისე სამომავლო საქმიანობაში”, - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა