გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში - გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ

პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში - გინდა ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დასმულ კითხვას საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანების შესახებ.

მისივე თქმით, „რაც არ უნდა ამტკიცოს პარტია “ლელომ“ და გიორგი გახარიამ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როდესაც შეკრება და დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მათი პატრონები არც დააფინანსებენ და ვერც პარლამენტში შევლენ“.

„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი - ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება