„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ.
როგორც სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა.
„ვაგრძელებთ ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიციას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, თავად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. ეს არის ერთ-ერთი დაპირება მას შემდეგ, რაც პარტიაში არჩევნები ჩატარდა.
ირაკლი ფავლენიშვილი იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე - თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისთვის, მშვიდობისთვის უკრაინასა და მსოფლიოში. ის იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი.
თათია ნიკოლაშვილი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ვანო მაღალაშვილი - აღმასრულებელი მდივნის მოადგილე.
გვანცა გაზდელიანი - იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილე;
ედო ჯავახიძე- სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი; ალექსანდრე კრევო ასათიანი - საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე; გიგი გიგიტელაშვული - სამდივნოს აპარატის უფროსი.
გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.