საქართველოს შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა.
„ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ძალიან მტკიცე განცხადება გაკეთდა. საქართველოს შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს", - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს, პეტერ ფიშერის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, თუმცა ზოგი მეტ პროგრესს საჭიროებს.
„ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთი შესრულების გზაზეა, ზოგს მეტი პროგრესი სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას და საქართველოსთან ერთად ჩვენ წინ წავალთ ამ გზაზე",-განაცხადა ელჩმა.