ლევან ბეჟაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ურთიერთობაზე პოლიტსაბჭოზე განხილვა არ ყოფილა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მარტო ამ პარტიასთან,  სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

„სტრატეგია აღმაშენებელთან” ურთიერთობის საკითხებზე პოლიტსაბჭოზე განხილვა არ ყოფილა - ზოგადად, ეს პროცესი მიმდინარეობს არა მარტო ამ პარტიასთან, არამედ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობის მიზანი არა ინსტიტუციების გაერთიანება, არამედ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, „ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ცალკეული მანდატების მოპოვება პარლამენტში, არამედ ერთობლივი ძალისხმევით “რუსული ოცნების” ჩამოშორება ხელისუფლებიდან”.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ბევრ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს შესთავაზა, რომ საერთო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ „რუსულ ოცნებასთან” საბრძოლველად, ამიტომ ამ შეთავაზების ფარგლებში, ბუნებრივია, გიორგი ვაშაძესთან და „სტრატეგია აღმაშენებელთან” მიმდინარეობს კონსულტაციები. საუბარი არაა პარტიულ, ინსტიტუციურ გაერთიანებაზე, არამედ საუბარია სამოქმედო გეგმაზე, ბრძოლის ერთობლივ მეთოდებზე. მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე შექმნან თავიანთი პოლიტიკური ერთიანობის ცენტრები. იქნება ეს „ლელო”, „გირჩი” - მათთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებთ”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება