გიორგი ბარამიძემ და გიორგი ჩალაძემ ვროპარლამენტში, კონფერენციაში „ევროპის უსაფრთხოება - 15 წელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან“ მიიღეს მონაწილეობა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში კონფერენცია - „ევროპის უსაფრთხოება - 15 წელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი ჩალაძე.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ორგანიზატორების მხრიდან სოლიდარობის ნიშნად, ღონისძიებაზე სიმბოლურად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი იყო მიწვეული.

„ღონისძიება ორგანიზებულია ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის მიერ.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება ევროპის დღევანდელი უსაფრთხოების პრობლემატიკა და მისი დაცვის პერსპექტივები, სწორედ საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან 15 წლის თავზე მომხდარი მოვლენებისა და ფაქტების დონეზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის