გიული ალასანია - რას ნიშნავს ლობისტები? დიახ, იურიდიული ფირმა დავიქირავეთ, რომელიც ჩვენზე მუშაობდა - ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს, მაგრამ ეს დამთავრდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ იცნობს.

ალასანიას თქმით, დაქირავებული ჰყავდათ იურიდიული ფირმა, რომელთან მუშაობას უკვე დასრულებულია.

„რას ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო, რომელი დიახ, დავიქირავეთ და რომელიც ჩვენზე მუშაობდა. ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს. ეს დამთავრდა.

მე საქმის კურსში არ ვარ და არ წამიკითხავს. არ ვიცი, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს. ეს იყო დიდი ხნის წინ და მათთან ურთიერთობა დავამთავრეთ. ეს იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე და მერე რა?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის