ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ

ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ.

„ჩემი მთავარი დაპირება, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად, ყველა ჯერზე, ინფრასტრუქტურულად, ლოჯისტიკურად გაძლიერდებოდა. ამას უახლოეს დღეებში საზოგადოება ნახავს. ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. ჩვენ საქმეს განახებთ უახლეს დღეებში. გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება