მამუკა მდინარაძე - ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მოპარვას - ეს  არის მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის ყალბი დასკვნა

ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მოპარვის, ეს არის ყალბი ექსპერტიზის დასკვნა - დამუშავებულ და მოპარულ ნიმუშზე, რომლითაც წესის დაცვით გატანილს ჩაანაცვლებდნენ, მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტიზა ალალად და ობიექტურად დაწერდა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც "ვივამედში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, "ეს იკადრა ექიმმა, რომელზეც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა".

ფეიკ კამპანიას, რასაც 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვუყურებდით და ვუსმენდით, ჯერ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, შემდეგ პოლონელი ექიმის მცდელობამ, მოეპარა კვლევის ნიმუში. როცა მათ საშუალება აქვთ, გაიტანონ ყველა წესის დაცვით ნიმუში და ანალოგიურ ნიმუშს რომ იპარავს, ვერსია შეიძლება უამრავი არსებობდეს, მაგრამ ქუდი ამ ვერსიების, საერთო შეფასება შეიძლება იყოს გაყალბების, ყალბი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება და ამის მცდელობა. გაყალბების ინტერესის გარეშე შეუძლებელია მოიპაროს ადამიანმა ის, რაც კანონის დაცვით და წესით დაცვით არის. საერთო ახსნა არის ერთი, ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მოპარვის, ეს არის ყალბი ექსპერტიზის დასკვნა. როცა წესის დაცვით გატანილ ნიმუშს ჩაანაცვლებდნენ უკვე დამუშავებული მოპარული ნიმუშით, მერე უკვე ალალად და ობიექტურად, როგორც ჩვენს ქვეყანაში იტყვიან, დაწერდა მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტიზა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული, ამას დაწერდნენ უკვე ჩანაცვლებულ კვლევის ნიმუშზე. სამწუხაროდ, ეს იკადრა ექიმმა, რომელზეც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა.

სააკაშვილთან დაკავშირებით მოწოდებების მიზანი არის ამ კამპანიის გაგრძელება, რომელიც კრახით დასრულდა და ამ კრახის გადაფარვას და ამ კამპანიის განახლებას ემსახურება ყველანაირი მოძრაობა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს,"- განაცხადა მდინარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025