ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ლობისტური ჯგუფების ნამუშევარია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კითხვაზე, ევროპარლამენტარები მხოლოდ ლობიზმის შედეგად იღებენ თუ არა მსგავს რეზოლუციებს, ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავს დოკუმენტს, როგორიც ლობისტებმა დაწერეს, დაწრდნენ ასევე მაგალითად, კუბილიუსი და იუკნევიჩიანე, თუმცა, ლობისტები მუშაობენ იმაზე, რომ მსგავს დოკუმენტს მხარი სხვებმაც დაუჭირონ.
„მე არა ვარ დარწმუნებული, რომ კუბილუისი, იუკნევიჩიანე ან ნებისმიერი სხვა ისეთივე უტიფარ რეზოლუციას ვერ დაწერდა, როგორიც იყო გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, (მათი) ფიქრი იმაზეა, რომ დეპუტატები, ვინც ბოლომდე გაცნობილი არ არიან, პროცესში ჩართულები არ არიან და ასეთი ორგანიზებული შეტევის მონაწილეები არ არიან, სწორედ ესენი საჭიროებენ დამატებით ლობისტურ ზეწოლას იმისათვის, რათა პოზიციას დაუჭირონ მხარი, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ სოლიდური თანხებია გადახდილი, თუნდაც, რეზოლუციის შინაარსის შედგენაში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ შინაარსის გარშემო, დეპუტატების გასაერთიანებლად ლობისტურმა საქმიანობამ თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - განაცხადა ვოლსკიმ.