„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვქმნით ერთიანობისა და გამარჯვების პლატფორმას და ნიკა გვარამიას გააქტიურება ამ თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი , - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ნიკა გვარამიას კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ გეგმებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აქტიურად იქნება ჩართული 2024 წლის არჩევნებში.
ლაშა ფარულავას განცხადებით, ნიკა გვარამია წლების განმავლობაში პროდასავლური ოპოზიციის გამაერთიანებელი აქტორი იყო.
„ნიკა გვარამიამ წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა, რომ ვყოფილიყავით ერთიანები. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვქმნით ერთიანობისა და გამარჯვების პლატფორმას და ნიკა გვარამიას გააქტიურება ქართულ პოლიტიკაში ამ თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.