"რუსული ოცნება“ არის პუტინის რეჟიმის მოკავშირე და ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე. ქართველები გარბიან საქართველოდან და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შემოდიან , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
ამასთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე გამოეხმაურა შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საზღვარი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე ხშირად რუსები კვეთდნენ.
„"რუსული ოცნება“ არის პუტინის რეჟიმის მოკავშირე და ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე. სწორედ ამიტომ საქართველოდან ქართველები გარბიან და საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შემოდიან. შედეგად, მხოლოდ 2022 წელს საქართველოში საცხოვრებლად დარჩა რუსეთის ფედერაციის 56 000 მოქალაქეზე მეტი და შედარებისათვის ეს უფრო დიდი ციფრია, ვიდრე მაგალითად გორის მოსახლეობა ერთად აღებული, მაგრამ სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სპეცსამსახურები არ მოქმედებენ შესაბამისად, დევნიან არა ასე ვთქვათ, კონკრეტულ პირებს, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. ეს რისკები და საფრთხეები მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე არსებობს და იარსებებს იქამდე ვიდრე არ შეიცვლება „რუსული რეჟიმი“ და ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.