ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას.
„ყოველგვარი შეფასებით, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ არის, უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე. საერთოდაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - ჩვენი საერთაშორისო, ამერიკული, ევროპული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს [უკრაინა, მოლდოვა] ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის რეალური, მეგობრებო. ნუ გწყინთ, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, - აღნიშნა პრემიერმა.