ირაკლი ღარიბაშვილი - საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს ჩვენს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი - ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი, რომ მართავდა ქვეყანას, ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს და რეპუტაცია შეილახოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას.

მისი თქმით, ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის ჩვენი ქვეყნის მტერია.

“ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მარტო სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. მათი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე და ყველაფერი დასრულდეს და აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება, ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ამის თავი და თავი არის სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი - აი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი, რომ მართავდა ქვეყანას, ეს სიმულანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს და რეპუტაცია შეილახოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს მეგობრებო და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ჩართული არიან კორუფციულ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია. ამ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რამდენიც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. სხვათა შორის კითხვა უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს ას მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს“, - განუცხადა ჟურნალისტს ღარიბაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს