ირაკლი ღარიბაშვილი - გამაოგნებელია, როდესაც ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულანტობით ცდილობს მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი

განსაკუთრებით დაინტერესება სააკაშვილის თემით, ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს წინასწარ იყო ინფორმირებული, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის „გამოგზავნის ოპერაციაში“ კონტრდაზვერვის მოადგილედ დააწინაურა და არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია.

„საკვირველი კი არა გამაოგნებელია, როდესაც ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულანტობით ცდილობს მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი, რომ თითქოს იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ა.შ. საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა საჯაროდ - ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ეს განსაკუთრებით დაინტერესება სააკაშვილის თემით, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ. მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება, ამას ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს აქვს მიღებული. როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც ანალოგიურად უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული - კითხვა ისმის რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა, უფრო მეტიც არათუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, არამედ პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას მრჩეველია უკრაინის პრეზიდენტის და ასევე, კითხვა მაქვს ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო პირდაპირ ამ გამოგზავნის ოპერაციაში, კონტრაბანდული გზით, რომ შემოაპარეს და სრული კოლაფსი განიცადეს - რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ, მას შემდეგ რაც ჩვენ მათ, უკრაინის მხარეს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, მძღოლის აღიარებაც, რომელმაც უშუალოდ განახორციელა სააკაშვილის გადაზიდვა, რომ იგი ინსტრუქციებს იღებდა ლორთქიფანიძისგან. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ“, -განაცხადა პრემიერმა.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!