საბა ბუაძე - ქვეყანა არის გადასარჩენი პრორუსული ხელისუფლებისგან, მაგრამ არ მგონია, რომ გადარჩენის გზა გადის „ნაციონალურ მოძრაობაზე"

ქვეყანა არის გადასარჩენი ამ პრორუსული ხელისუფლებისგან და რუსული პერსპექტივისაგან, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა გადის „ნაციონალურ მოძრაობაზე", - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

საბა ბუაძის განცხადებით, კოალიციაზე საუბარი უკიდურესად არასერიოზულია არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.

‘‘„ლელოს“ მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხებისა და ქვეყნის გადარჩენის გზა გადის ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზე. მე თავად და ის ხალხი, რომელსაც მე წარმოვადგენ, მივეკუთვნებით საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღირებულებითად მიუღებელი და შეუთავსებელი.

კოალიციაზე საუბარი არის უკიდურესად არასერიოზული არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. ჯერ ვნახოთ არჩევნების შედეგები როგორი იქნება და მერე ვილაპარაკოთ ამაზე, ვინ ვისთან გააკეთებს კოალიციას. რა მეტყობა, რომ ვანო მერაბიშვილთან კოალიციის გამკეთებელი ვარ? ან რაზე უნდა გავაკეთო? აბსოლუტურად არასწორად მიგვყავს მსჯელობა, როდესაც ზოგადად კოალიციებსა და თანამშრომლობაზეა საუბარი. უნდა დავიწყოთ რომელი შეკითხვით იცით? რა გვაქვს ჩვენ საერთო? ბარიერის გადალახვა და მეტი ხმების წამოღება გვინდა? მე მინდა, რომ განვახორციელო, რისიც მჯერა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის თქმით, ელექტორალური პრაგმატიზმი და საარჩევნო ველი, ეს თემები საინტერესო არ არის და პოლიტიკოსები პოლიტიკის მთავარ საკითხებს უნდა დაუბრუნდნენ.

„საერთოდ არ მაინტერესებს ელექტორალური პრაგმატიზმი და მიმოხილვა საარჩევნო ველის. აბსოლუტურად არავისთვის არაფრის მომცემი არ არის ეს, ეს არის უდიდესი სისულელე. რაზე უნდა ვითანამშრომლო? რა ცენტრი, რა მესამე, რა მეორე, "დაიცენტრა" ეს ხალხი ამდენ ცენტრებზე ლაპარაკით, ცოტა ხომ უნდა დავუბრუნდეთ პოლიტიკის მთავარ საკითხებს? თანამშრომლობაო რომ კითხულობთ, რა საკითხზე, რაზე უნდა ვითანამშრომლოთ?“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს