ილია დარჩიაშვილი - იმედი მაქვს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული.

ამის შესახებ დარჩიაშვილმა ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ "ტვიტერში" დაწერა.

"ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში", - აღნიშნულია მინისტრის "ტვიტში".

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება