პაატა მანჯგალაძე - მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია - ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ 75 ათასად შესაძლებელია ამის გაკეთება, იქირავონ 3 კომპანია

მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია. ბიძინა ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ 75 ათასად შესაძლებელია ამის გაკეთება, იქირავონ ბატონო, 3 კომპანია, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებს მტრად აცხადებს, მეგობარი კი მათთვის რუსეთია.

"თუ ერთი ჰყავს სააკაშვილის დედას ნაქირავები, რომელიც თავის შვილის გადარჩენას ცდილობს, საქართველოს გადასარჩენად ივანიშვილს მივმართავ, 10 რატომ არ იქირავეთ? "ქართულ ოცნებას" მივმართავ, თუ უკრაინელები ომს გვაძალებენ, პოლონელებს შეთქმულება აქვთ ხელისუფლების წინააღმდეგ, აზერბაიჯანი ტერიტორიას გვართმევს, ევროპარლამენტი ჩვენი მტერია, ნეიტრალური შვეიცარია ივანიშვილს ფულს არ აძლევს, მეგობარი ვინ არის?! - რუსეთი. გაიაშვილი პირდაპირ დაფრინავს რუსულ ჭაობში და ეს ყოფილა "ქართული ოცნების" გამარჯვება. ტაში უნდა ვუკრათ ამაზე თურმე ღარიბაშვილს, რუსულ ჭაობში რომ თავით მიგვართმევს და სამი ვადით კი არ უნდა ავირჩიოთ, მეოთხეა თურმე კიდევ საჭირო, რადგან ბოლომდე ვერ შეგვათრიეს. ასეთ შემთხვევაში ალბათ, ვიზა უნდა ავიღოთ ამერიკის და გავიქცეთ. მე დიდი წარმოდგენის ვარ საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოს დამონება ასე ადვილი რომ ყოფილიყო, ამას შეძლებდნენ მურვან ყრუ, შაჰ აბასი და ა.შ. მაგრამ ვერავინ შეძლო. ვიზასთან დაკავშირებით ვიხუმრე რა თქმა უნდა, საქართველოს "ქართულ ოცნებას" არ დავუტოვებთ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნება" კოალიციურმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს, მაშინ ტექნიკურ საკითხად რჩევა პარტიები არჩევნების შემდეგ გაერთიანდებიან თუ არჩევნებამდე.

"ის ხალხი რომ იძახის, "ნაციონალური მოძრაობა" წითელი ხაზიაო, მერე მოდის კითხვა, არჩევნების შემდეგ თუ იქნებიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად? თუ არჩევნების შემდეგ აპირებენ თანამშრომლობას, არჩევნებამდე თანამშრომლობით რა იცვლება? თუ ამბობ, რომ ცოდვაა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა, არჩევნების შემდეგ მადლი როგორ გახდება?! "- განაცხადა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის