მიხეილ სარჯველაძე „ალტ ინფოს“ წევრების დასანქცირების ინიციატივაზე - მიზანია, გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა

მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარების ინიციატივას, რომ საქართველოში „ალტ ინფო“ და მისი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია დასანქცირდნენ.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ინიციატორების ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვა არ არის და დასძენს, რომ პოლიციამ 8 ივლისს სწორად იმოქმედა.

"რაც შეეხება ინიციატივის დაყენებას, რომ ვინმე საქართველოში იქნეს დასანქცირებული, მერწმუნეთ, ასეთი ინიციატივების წამოყენებისას, არავის აქვს ინტერესი იმ ადამიანების უფლებების დაცვის, რომელთან მიმართებით შეიძლება კონფლიქტში არიან ის ადამიანები, ვისზეც არის სანქცირების ინიციატივა. სინამდვილეში მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, ასეთი ეჭვები მიჩნდება.

არიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი მოსაზრებები აქვთ, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წავიდე და საგარეო ფლანგზე ვეცადო სანქციების მოტანას ამ ქვეყანაში, რადგან რეპუტაციული თვალსაზრისით ეს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული ვერ იქნება," - განაცხადა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, “ალტ-ინფო” და მისი ლიდერი, კონსტანტინე მარგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

ევროპარლამენტარები წერილის ადრესატებს მოუწოდებენ, “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან, რათა უმაღლეს დონეზე დაგმონ კვირას, 8 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ LGBTIQ-ფობიური თავდასხმები”.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა