შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ ე.წ. „კატარგეითის“ სკანდალი, ახალი სკანდალი გვაქვს „მიშაგეითის“ სახით - მიხეილ სააკაშვილის თემაზე ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელთანაც არ გვინდა, ევროპა გავაიგივოთ

ჩვენ მიხეილ სააკაშვილის თემაზე ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, პატრონაჟთან, დეზინფორმაციასთან, ლობიზმთან და ყველა იმ ცუდ თვისებასთან, რომელთანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა გავაიგივოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც მიხეილ სააკაშვილს საქმეს შეეხო, ქართველი ხალხის წინაშე ყველა შერცხვა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვნახეთ სულ ახლახან ე.წ. „კატარგეითის“ სკანდალი, იქაც იგივე მეთოდები იყო. რა არის მთავარი ბრალდება, რომ გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე ხდებოდა, ხდებოდა რეზოლუციების, პროექტების ასე ვთქვათ, წინ წაწევა და ლობირება იმისთვის, რომ რაღაც რეზოლუციის პროექტი მიეღოთ იმისთვის, რომ ვიღაცისთვის სასარგებლო ან ვიღაცისთვის საზიანო იქნებოდა და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ, ჩვენ ამ შემთხვევაშიც რაც ახლა გვაქვს. ფაქტობრივად, ახალი სკანდალი გვაქვს „მიშაგეითის“ სახით.

ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ეს ე.წ. პოლონელი ექიმების საკითხიც კი თურმე აღმოჩნდა, რომ იყო ლობისტური კომპანიის მიერ ლობირებული თემა. ყველა, ვინც რამენაირად შეეხო მიხეილ სააკაშვილს ყველა შერცხვა, აბსოლუტურად ყველა. პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მინისტრები და ა.შ. ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილს საქმეს შეეხო, ყველა შერცხვა ქართველი ხალხის წინაშე და ეს არის ყველაზე მძიმე, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის თემაზე ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, პატრონაჟთან, დეზინფორმაციასთან, ლობიზმთან და ყველა იმ ცუდ თვისებასთან, რომელთანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა გავაიგივოთ. ჩვენ ვიხილეთ ევროპული და ზოგადად დასავლური პოლიტიკური ელიტა, აი, ამ მახინჯი სახით, რომელსაც სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან.

ფაქტებს საბოლოოდ ბეჭედი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუსვა. საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მას არასათანადო სამედიცინო სერვისი მიეწოდება, წამება, მოწამვლა, ეს ყველაფერი, რომ არის ტყუილი და დეზინფორმაცია, ეს არის უკვე ფაქტი. თუ შევხედავთ რაში იხარჯებოდა მილიონები, რა კონტაქტები, რა კავშირები, პირდაპირ სია არის საუბრები ვისთან ჰქონდათ და ა.შ. მთელი კაპანია აწყობილი იყო დეზინფორმაციაზე, ეს იყო ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, ქართულ სახელმწიფოზე და პირდაპირ არის სია, თუ ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული.

ის სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ ეს იყო ნაკარნახევი პოზიციები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის