„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, გურჯაანში, DATA BOOTCAMP-ი ჩატარდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, მონაწილეებს შორის „თიბისიმ“ ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც „თიბისის“ Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

„DATA BOOTCAMP-ის სამ დღიან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებმა AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.

შემაჯამებელ, დემო, დღეზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებულმა, ქართველმა წამყვანმა სპეციალისტმა შეაფასეს. „თიბისის“ მხრიდან, მონაწილეებს, MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი აფასებდა.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა