ლაპარაკი პარტიების გამსხვილებაზე არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული - ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასება "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანების შესახებ.
ვოლსკის თქმით, „რევკომი უცვლელია".
„კარგი იქნება, რევოლუციური, დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ, თუმცა ამას არ ველოდები, ვინაიდან "რევკომი" უცვლელია, გეგმები უცვლელია და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება არის უცვლელი.
"ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნეს", მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენერგიის წყარო შემოიტანონ.
ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.