შალვა პაპუაშვილმა იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩ ჰიდეკი იშიძუკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის წარმატებულ ვიზიტზე იაპონიაში.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონია დაინტერესებულია ე.წ. „შუა დერეფნის" განვითარებითა და საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით.

შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება