აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით რაიონებში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი ტარდება

სოფლად ბიზნესის დაწყებასა და განვითარებასთან დაკავშირებით, 17-19 ივლისს ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მეწარმეებისათვის პრაქტიკული კურსი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს, ღონისძიების ფარგლებში, პროექტი მუნიციპალიტეტების მერებმა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარუდგინეს.

პროექტი - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი", პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, სსიპ "აწარმოე საქართველოში" და ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტოს" მხარდაჭერით ხორციელდება, აჭარაში კი ამ პროცესში ასევე ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მიმდინარე წელს აღნიშნული კურსი უკვე ჩატარდა მარტვილში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, ფოთში, მესტიაში, საჩხერეში, ახალციხესა და ბორჯომში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს