პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციას, რეფინანსირების განაკვეთს, საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და სსფ-ს პროგრამის დამტკიცების საკითხებს.
„ითქვა, რომ როგორც საქართველოსთვის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.