ხატია დეკანოიძე - თუ ამ ერთობამ არჩევნებამდე მიაღწია, მხოლოდ ის მოხდება, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები  „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში აღმოჩნდებიან, ესაა და ეს

არავითარ პატარა პარტიას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებითი ხმების მოტანა არ შეუძლია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი საკუთარი ამომრჩეველი და ამ ამომრჩევლის მობილიზება უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც საერთო პლატფორმის ირგვლივ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეერთებით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება.

„არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ძალიან სპეციფიკური, სააკაშვილის ამომრჩეველი ჰქვია ამ ადამიანებს, ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეერთება ვერც ხმებს შემატებს და ალბათ, ვერც დააკლებს განსაკუთრებულად. თუ ამ ერთობამ მიატანა და მიაღწია არჩევნებამდე, მოხდება მხოლოდ ის, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები აღმოჩნდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, ესაა და ეს.

არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ამაზე ძალიან დიდი ხანი იყო საუბარი. შემოდგომაზეც გააქტიურდა ეს თემა, ოღონდ სამეულის ინტეგრაციას გულისხმობდა.

ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ოპოზიციურ ველზე, ჯამურად პარტიებმა აიღონ იმდენი, რამდენიც საჭიროა „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის. აი, ესაა გონივრული ამოცანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. ამომრჩევლის მიმატებას განსაკუთრებულად, მე არ ველოდები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს