გურამ მაჭარაშვილი - როდესაც ოპოზიციური გაერთიანების ლიდერად ისეთ პოლიტიკოსს ირჩევენ, ვისაც ოპოზიციურ მიტინგზე მიკროფონი წაართვეს და ტრიბუნიდან ჩამოაგდეს, გასაგებია, პარტიაში როგორი კრიზისი აქვთ

როდესაც ოპოზიციური გაერთიანების ლიდერად ისეთ პოლიტიკოსს ირჩევენ, ვისაც ოპოზიციურ მიტინგზეც კი მიკროფონი წაართვეს და ტრიბუნიდან ჩამოაგდეს, გასაგებია, როგორი კრიზისი აქვთ პარტიაში, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე მიხვდა, რომ მისი პარტია ვერანაირ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, ამიტომ საკუთარი პარტიიდან გავიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ჩაწერას ცდილობს.

ამ კონტექსტში მაჭარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პარტიაა, რომელიც პარლამენტში 36 დეპუტატით შევიდა, მაგრამ ახლა 20 დეპუტატით არის წარმოდგენილი და პარლამენტის უფლებამოსილების დასრულებამდე შეიძლება ათი წევრიც აღარ დარჩეს.

„საზოგადოებამ ასეთი ე.წ. გაერთიანებები ოპოზიციურ სპექტრში არაერთხელ იხილა. რამდენიმე თვის წინ იყო ე.წ. ტროიკის - ვაშაძე-ხოშტარია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გაერთიანება. საზოგადოებას არც ის ახსოვს როგორ გაერთიანდნენ და მერე როგორ დაიშალნენ. ამიტომ ასეთი გაერთიანებები მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას