სერგო ჩიხლაძე - „გამარჯვების პლატფორმა“ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ერთობაა, მისი შემადგენლობის და სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას შემოდგომაზე წარვადგენთ - პრემიერობის კანდიდატზე ახლა საუბარი უადგილოა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური ერთობაა და მისი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმაროს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაერთიანების წევრები მიესალმებიან, თუ ქართულ ოპოზიციაში სხვა ძლიერი ერთობებიც გაჩნდება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, მათთან ითანამშრომლონ.

„გამარჯვების პლატფორმა“ ახალი ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ერთობაა. შემოდგომიდან, როგორც შემადგენლობის, ისე კონკრეტული სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას წარგიდგენთ. ჩვენი მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელშეწყობაა. დანარჩენი, თუ როგორ გადანაწილდება პასუხისმგებლობები და როგორი გეგმა დაისახება, ამას საზოგადოებას თანმიმდევრულად გავაცნობთ.

არაერთხელ განვაცხადეთ ისიც, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა მძლავრი ოპოზიციური ცენტრებიც შეიქმნება. ეს იმისთვის, რომ დაქსაქსულები არ ვიყოთ. თითოეულ ასეთ გაერთიანებასთან გარკვეული სახის თანამშრომლობა გვექნება.

რაც შეეხება იმას, როგორ წარვადგენთ პრემიერობის კანდიდატს შემდეგი არჩევნებისთვის, ამაზე ერთი წლით ადრე საუბარი უადგილოა. ფორმაზე შემდეგ შევთანხმდებით, მაგრამ დიახ, კანდიდატი იქნება ის, ვისაც იმ მომენტისთვის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება და ყველაზე რეიტინგული იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ ნებისმიერი მიმართულების ხელმძღვანელს, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „რეფორმების ჯგუფი“ უნდა დატოვოს, სერგო ჩიხლაძის თქმით, პარტია თავისივე დაარსებული ჯგუფის დატოვებას არ აპირებს.

გარდა ამისა, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოპოზიციური გაერთიანებების შექმნა უშედეგოა, რადგან მისივე თქმით, 2018 წლის არჩევნების პირველი ტური ოპოზიციურმა ერთობამ მოიგო.

ხათუნა სამნიძე თავისი განცხადებით რას გულისხმობდა არ ვიცი, ვისაუბრებთ და გავარკვევთ. თავად „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატორი და შემქმნელი „სტრატეგია აღმაშენებელია“ და ამიტომ ჩვენი დაარსებული ჯგუფს დატოვებას არ ვაპირებთ. ვინ ვისთან შეკრავს საარჩევნო კოალიციას, ეს მისი გადასაწყვეტია. ჯგუფის შექმნის დროსაც დავთქვით, რომ შიდაპარტიულ საქმიანობებში ყველა თავისუფალი იქნებოდა.

ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციები შედეგის გარეშე შექმნილან და დაშლილან. 2018 წელს პირველ ტურში ოპოზიციურმა ერთობამ „ქართული ოცნება“ დაამარცხა. ეს რომ სრულად პროპორციული არჩევნები ყოფილიყო, ოპოზიცია მოიგებდა. ამ თანამშრომლობას წინ ბევრი კვლევა უძღოდა. ვფიქრობ, როდესაც ყველა დეტალი ასე სიღრმისეულად გათვალისწინებულია, ოპოზიციურ ერთობას დამარცხება არ ემუქრება“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება