გიორგი ვაშაძე - ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით

ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მათი გუნდი არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.

რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ხალხი გადაწყვეტს, ვინ, რა პოზიციაზე გამწესდება.

„დღეს, ჩვენი მუშაობის[ფორმაა] საქართველოს ბევრ მოქალაქესთან შეხვედრა, მათი ჩართვა „გამარჯვების პლატფორმაში“, დიდი ეროვნული ენერგიის და მუხტის აღძვრა, დანარჩენი, ვინ, რა პოზიციაზე იქნება განწესებული ამას ხალხი გადაწყვეტს იმ საერთო გამოკითხვებით და საერთო პროცესებით, რომელიც ასევე იქნება ოღონდ მომავალ წელს, როცა არჩევნები მოახლოვდება და არა, წელს.

„გამარჯვების პლატფორმა“ იქნება საერთო ეროვნული, საერთო სახალხო დიდი გამარჯვების პროცესი, პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია შემოვიდეს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს მათ ჩვენ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას. გულწრფელად და ღიად გეტყვით, ახლა,ასე სწრაფად ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ რომ ბიძგი მივცეთ სხვებსაც კონსოლიდაციისკენ. ამიტომ, ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის “დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის სიმბოლო“, რაზეც დასავლელი ლიდერები საუბრობენ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს