დავით მათიკაშვილი - „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის, რაც სავალუტო ფონდის შეფასებებითაც დასტურდება

„ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის, რაც სავალუტო ფონდის შეფასებებითაც დასტურდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.

მათიკაშვილის განმარტებით, ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის.

„არ არის დასამალი და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის. ეს ყველაფერი დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც და ჩვენ სწორედ ამ გზით - მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი, ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით, 13 -21 ივლისს გამართა.

მისიის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი, თუმცა კვლავ მაღალია, ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებების ფონზე; ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, იმპორტულ საქონელზე ფასების კლების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით.

მათივე ცნობით, მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე უნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს