ჯოზეფ ბორელი - რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ტერიტორიაზე კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს

რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ტერიტორიაზე კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მთავარი მართლმადიდებლური ტაძარიც გაანადგურა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა.

„რუსეთმა, ცდილობს რა უკრაინის განადგურებას, ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა“, - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის